„ჩემი დილის მზე ხარ“ – სწორედ ასეთი კომენტარი დაურთო კიმ კარდაშიანმა ვაჟიშვილის, სეინტის ახალ ფოტოს, რომელიც მან სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გააზიარა. ფოტოს თაყვანისმცემლების მხრიდან საკმაოდ დიდი და პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ სკანდალური ვარსკვლავი მეორე შვილის დედა დეკემბრის დასაწყისში გახდა. კანიე უესტთან ქორწინებაში კიმს უფროსი ქალიშვილი, ნორტიც ჰყავს.