ბოლო დროს, კანიე უესტის არაპროგნოზირებადი ხასიათი მის გარშემომყოფებზე არც ისე დადებითად აისახება, მათ შორის კოლეგებზე, მეგობრებსა და რა თქმა უნდა, მეუღლეზე. ინსაიდერების ცნობით, ამ ყველაფრით საკმაოდ უკმაყოფილოა კიმი, რომლისთვისაც ბოლო წვეთი კანიეს საქციელი გახდა ერთ-ერთ პოპულარულ ამერიკულ შოუში. ხმების თანახმად, ვარსკვლავი დაიღალა უესტის ხასიათისგან და მისგან მალულად ადვოკატს განქორწინებაზეც მიმართა.
ოჯახთან დაახლოებული პირების ცნობით, კიმი მთელი ძალით ცდილობდა კანიეს დახმარეობოდა. არაკონტროლირებადი ფსიქიკური პრობლემების გამო, რეპერი წლების წინაც იტანჯებოდა და მაშინ მას ფსიქიატრთან ვიზიტმა უშველა. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, მან უარი თქვა მკურნალობაზე.
კიმის მეგობრების თქმით, კანიე ამჯერადაც უარს ამბობს ექიმთან წასვლაზე, ეს ყველაფერი კი, მათივე მტკიცებით, შესაძლოა, ხმაურიანი განქორწინებით დასრულდეს.