LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანს ქურქის ქვეშ საცვლები ეცვა (ფოტოები)

129

„კიმ კარდაშიანს ქურქის ქვეშ საცვლები ეცვა“ – სწორედ ასეთი სათაურით გამოჩნდა კიმ კარდაშიანის ფოტოები წამყვანი ინტერნეტგამოცემების გვერდებზე. რეალურად კი იმის გარკვევა, რა ეცვა კიმ კარდაშიანს ისლანდიაში ვიზიტისას, საკმაოდ რთულია. ფაქტია, რომ საყვარელი ბეწვის ქურქის ქვეშ კარდაშიანმა საკმაოდ უცნაური სამოსი შეარჩია. ესაა მთლიანი, ტანზე მომდგარი ღია ფერის ბოდე, რომელიც საღამურს უფრო ჰგავდა, ვიდრე ქუჩაში გამოსასვლელ სამოსს. ბოდეს ქვეშ მკვეთრად მოჩანდა საცვლებიც. რაც შეეხება ფეხსაცმელს, თეთრი ფერის თბილი ბოტები რეალითი-შოუს ვარსკვლავს კანიე უესტის კოლექციიდან ჰქონდა შერჩეული.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა აპრილია, ისლანდიაში მაინც ცივი ამინდებია და როგორც ჩანს, კარდაშიანმა საყვარელი ქურქების კოლექიაც თან წაიღო. ისლანდიაში ვიზიტისას კარდაშიანი საკუთარი ფანკლუბის წევრებსაც შეხვდა.

334CFC0800000578-3546418-image-a-1_1461002666875

334CFC1900000578-3546418-image-a-8_1461003559367

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები