ვაჟიშვილის დაბადებიდან ერთი წელიც არ გასულა და კიმ კარდაშიანი მესამე შვილზე ალაპარაკდა. თუმცა ამჯერად ცნობილი ქალბატონი დაფეხმძიმებას აღარ გეგმავს. კიმი სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლებს. რა აზრი აქვს აღნიშნული იდეის შესახებ კანი უესტს, რეალითი-შოუს „Keeping Up With the Kardashians“ მომდევნო სერიაში გამოჩნდება.
ცნობილია, რომ კიმსა და კანიეს ყოველთვის დიდი ოჯახი და ბევრი ბავშვი სურდათ, ამიტომ ასეთი გადაწყვეტილება გასაკვირი არავისთვის ყოფილა. რაც შეეხება სუროგატ დედას, ექიმებმა კიმს კიდევ ერთი ორსულობა ჯანმრთელობის პრობლემების გამო აუკრძალეს.