LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კინეტოზი

110
კინეტოზი

კინეტოზი ეს არის ზღვის დაავადება, რომელსაც ახასიათებს ძილიანობა, თავბრუსხვევა, გულისრევა და ღებინება მონოტონური რხევებით გამოწვეული რწევის გამო. ამ უსიამოვნო მდგომარეობას ადამიანები პირველად ზღვით მოგზაურობისას შეეჯახნენ. აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც. ზღვის დაავადებამ, გარდა წყლის ტრანსპორტისა, შესაძლოა თავი იჩინოს ავტომობილით მგზავრობის, ფრენისა და ქანაობის დროსაც. ისიც აღსანიშნავია, რომ, ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, კინეტოზი დაავადება კი არ არის, არამედ ადამიანის ორგანიზმის ნორმალური რეაქციაა სხეულის მდებარეობის უჩვეულო ცვლილებაზე. ზღვის დაავადებისადმი გამძლეობა ასაკსა და სქესზეა დამოკიდებული. ის ქალებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე იმავე ასაკის მამაკაცებში, ყველაზე მეტად კი კინეტოზით 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები იტანჯებიან. ამ ასაკში ტრანსპორტში რწევა ბავშვთა 58%-ს აღენიშნება. ზოგადად მოსახლეობის 5-10% კინეტოზით მთელი სიცოცხლე იტანჯება.

ზღვის დაავადების სიმპტომები შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის მეზღვაურსაც კი განუვითარდეს. ზღვის დაავადებას მეტად რთული პათოგენეზი აქვს. ის შეგრძნებები, რომლებიც ადამიანს ეუფლება გემზე ძლიერი შტორმის დროს, ავტომანქანით მიხვეულ-მოხვეულ გზებზე მგზავრობისას, ასევე – უჩვეულო აჩქარებებით მოძრაობისას, მაგალითად, ცნობილ ატრაქციონზე, ამერიკულ მთებზე, სრიალისას, თვითმფრინავის აფრენა-დაფრენისას. ზღვის დაავადების მთავარი სიმპტომებია. მიზეზი ვესტიბულური აპარატიდან და მხედველობის ორგანოდან ტვინში გადაცემულ ინფორმაციებს შორის კონფლიქტია. ასეთი კონფლიქტი შესაძლოა აღმოცენდეს გემზე რწევის დროს, როდესაც ადამიანი კაიუტაში იმყოფება და ვერ ხედავს ჰორიზონტს.

სენსორული კონფლიქტი წარმოიშობა ავტომანქანით მგზავრობის დროსაც, მით უფრო – თუ ადამიანი წიგნს კითხულობს. მანქანის სალონში მყოფი მგზავრის შიგნითა ყური და კანის რეცეპტორები მოძრაობას აღიქვამს, მაშინ როცა თვალები უძრავ საგანს – გადაშლილ წიგნს აფიქსირებს. მხედველობით-ვესტიბულური შეუთავსებლობის შესამცირებლად გემის კაიუტაში, ავტომობილისა თუ თვითმფრინავის სალონში ჯდომისას უმჯობესია თვალები დავხუჭოთ ან მზერა ჰორიზონტის ხაზზე დავაფიქსიროთ. ავტომანქანის მგზავრებმა მოძრაობისას სასურველია წინ იყურონ და არა უკანა ან გვერდითა ფანჯრებიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები