„კინო აწი იწყება – ეკონომიკური სანქციები, დაფინანსების გაჩერება, შეხვედრების გაუქმება და ა.შ“ – ასე ეხმაურება „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე ევროპარლამენტარების განცხადებას, ფონდებიდან სახსრების შემდგომი გამოყოფის შეჩერების მოწოდებაზე.
გიორგი კეპულაძე საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს: „ვინმეს ჰქონდა ილუზია, რომ ევროკავშირი და აშშ მოლაპარაკებების ჩაშლას ასე ურეაქციოდ დატოვებდნენ? კაი, არ გამოდის, გავანებოთ თავიო. არა, მეგობრებო, კინო აწი იწყება – ეკონომიკური სანქციები, დაფინანსების გაჩერება, შეხვედრების გაუქმება და ა.შ. ისედაც ღრმა კრიზისში მყოფ ქვეყანას, რას მოუტანს ეს, ყველა ვხვდებით. ვინმეს არც ის ეგონოს, რომ ოპოზიციის “გაჯიუტების” ბრალია ეს სანქციები. პასუხისმგებელი ქვეყანაზე არის ხელისუფლება და კეთილი ინებოს, მიხედოს,“-წერს კეპულაძე.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ევროპარლამენტარების განცხადება, რომელშიც ისინი წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა ევროკავშირის მედიატორის, კრისტიან დანიელსონის წინადადებაზე უარი თქვეს.