LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კინორეჟისორ ოთარ იოსელიანს დღეს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ

189
ოთარ იოსელიანი

კინორეჟისორ ოთარ იოსელიანს ვაკის სასაფლაოზე, დღეს, მშობლების გვერდით დაკრძალავენ. ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი 89 წლის ასაკში 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

ოთარ იოსელიანი 1956 წლიდან კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა; 1956-1959წწ. მემონტაჟედ; 1959-1961წწ. დოკუმენტური ფილმების რეჟისორად; 1961 წლიდან იყო სტუდიის რეჟისორი და სცენარისტი;

„ვიცი, კიდევ უამრავი ახალგაზრდა გაიზრდება შენი ფილმების ყურებით.. დიდი მადლობა ყველაფრისთვის“ – ელდარ შენგელაია ოთარ იოსელიანის გარდაცვალებას ეხმაურება

ოთარ იოსელიანი 1980 წლიდან საფრანგეთში მოღვაწეობდა, სადაც გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები: „აკვარელი“ (1958), „აპრილი“(1961); მხატვრული ფილმები: „გიორგობისთვე“ (1966), „იყო შაშვი მგალობელი“ (1970), „პასტორალი“ (1976), „ბასკთა ქვეყანაში“ (1983), „მთვარის რჩეულნი“ (1984), „პეპლებზე ნადირობა“ (1999), „ყაჩაღები“(1996), „მშვიდობით მწვანე მდელო“ (2000, საფრანგეთი); ასევე, დოკუმენტური ფილმები: „ძველი ქართული სიმღერა“ (1969), „თუჯი“(1964), „საპოვნელა“ (1959).

ირაკლი ღარიბაშვილი ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

მისმა გადაღებულმა ფილმმა „გიორგობისთვე“ (1966) – კანის კინოფესტივალის სპეციალური კინოპრესის ჯილდო და ჟორჟ სადულის პრიზი დაიმსახურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g