LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კინოს ისტორიაში ყველაზე ცნობილი Ford Mustang აუქციონზე გაიყიდება

182
ford-mustang-news

მუქი მწვანე ფერის Ford Mustang GT, რომელიც არაერთ საკულტო ფილმში გამოჩენილა, Mecum–ის აუქციონზე გაიყიდება. სპორტქარის მონაწილეობით შექმნილი სცენები ექსპერტებმა კინემატოგრაფის ისტორიაში საუკეთესოდ არაერთხელ აღიარეს.

გამორჩეული ფილმი იყო  Bullitt, სადაც ერთდროულად ორი Ford Mustang გადაიღეს. ერთი მათგანი გადაღებების დროს განადგურდა, მეორემ კი 1968 წლის შემდეგ რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა. Bullitt–ში მთავარი როლის შემსრულებელმა სტივ მაქუინმა 1977 წელს ავტომობილის შესყიდვა სცადა, თუმცა მაშინდელი მფლობელისგან სასტიკი უარი მიიღო.

რაც შეეხება Mecum–ის აუქციონის სახლს, მისი წარმომადგენლები ზუსტ თანხას არ ასახელებენ და სავარაუდო ღირებულება 4 მილიონი დოლარია. ბაზრობა კი სულ მალე, 10 იანვარს გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები