LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კირა ნაიტლი იძულებულია პარიკი ატაროს

383

20-წლიანმა მუშაობამ კინოინდუსტრიაში კირა ნაიტლს არა მარტო საინტერესო როლები, მსოფლიო აღიარება და დიდი ჰონორარები მოუტანა, არამედ სერიოზული პრობლემებიც შეუქმნა. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა აღნიშნა, რომ ბრწყინვალე კარიერას მან საკუთარი თმა შესწირა.

”ყოველი ახალი ფილმისთვის თმას ვიღებავდი. არც მახსოვს, რამდენჯერ მომიწია იმიჯის შეცვლა, რამაც საბოლოოდ სერიოზული პრობლემები შემიქმნა და ახლა საშინლად მცვივა თმა. ბოლო ხუთი წელია პარიკს ვატარებ და ვთვლი, რომ პარიკი ადამიანის უდიდესი გამოგონებაა, რადგან რომ არა ის, არ ვიცი რა მეშველებოდა”, – აღიარა 31 წლის ნაიტლიმ.

დროთა განმავლობაში მსახიობმა შეძლო თმის აღდგენა, თუმცა, მას ახალი გამოცდა – ორსულობა ელოდა. ”საერთოდ ხვეული თმა მაქვს, თუმცა ქალიშვილის დაბადების შემდეგ, მისი ფაქტურა შეიცვალა და საშინელ დრედებს დაემსგავსა. როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ერთადერთი რაც მშველის – ეს Tangle Teezer-ის სავარცხელია, რომელიც მსუბუქად ვარცხნის და არ აზიანებს თმას”, – აღნიშნა მსახიობმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g