რეჟისორ დევიდ ფრანკელის ახალი ფილმი Collateral Beauty ჯერ მხოლოდ გადაღების პროცესშია, თუმცა მასზე უკვე უამრავი ადამიანი საუბრობს. ესაა მომავალი წლის ყველაზე ვარსკვლავური ფილმი, რომელსაც „ეშმაკს აცვია პრადას“ რეჟისორი გვთავაზობს. კირა ნაითლი, ჰელენ მირენი, ქეით უინსლეტი და უილ სმიტი უკვე არაერთხელ ვიხილეთ გადასაღებ მოედანზე.
ამჯერად ნიუ-ორკში გადასაღებ მოედანზე 30 წლის ბრიტანელი მსახიობი კირა ნაითლი გამოჩნდა. ის ფანტასტიურად გამოიყურებოდა წითელ ქვედაბოლოში, წითელ პალტოსა და ნაცრისფერ ჩექმაში. ამ ვიზუალით ნაითლი მედიაში ინგლისურ ვარდს შეადარეს.