LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კირსტენ დანსტი დედა გახდა

155

მსახიობი კირსტენ დანსტი დედა გახდა. მას და მის რჩეულს, ჯესი პლემონსს ვაჟიშვილი შეეძინათ. წყვილთან დაახლოებული წყაროს ცნობით, დედაც და შვილიც თავს კარგად გრძნობენ.

შეგახსენებთ, რომ კირსტენისა და ჯესის რომანის შესახებ ცნობილი 2016 წელს გახდა. 2017 წლის დასაწყისში კი პლემონსმა საყვარელ ქალს ხელი სთხოვა, თუმცა ქორწილი აქამდე არ გამართულა. მიმდინარე წლის იანვარში კი ცნობილი გახდა, რომ დანსტი მალე დედა გახდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები