მაისის დასაწყისში კირსტენ დანსტი დედა გახდა, თუმცა, ამ დღეებში, მსახიობი უკვე დათანხმდა ჯორჯ კლუნის შეთავაზებას სერიალში მონაწილეობაზე. საუბარია პროექტზე „როგორ გავხდეთ ღმერთი ფლორიდაში“, რომელიც 10 სერიისგან იქნება შემდგარი.
სერიალი აკვაპარკის თანამშრომლის ცხოვრებაზე იქნება, რომელიც მეუღლის დაკარგვის შემდეგ გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდება. ინსაიდერების მტკიცებით, სწორედ ამ პერსონაჟს განასახიერებს დანსტი. პროექტის სხვა დეტალები არ ხმაურდება.