LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კირსტენ დანსტმა ორსულობა დაადასტურა (ფოტო)

142

გასული წლის ბოლოს ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 35 წლის კირსტენ დანსტი ორსულად არის. მსახიობმა ეს ფაქტი რამდენიმე დღის წინ უახლესი ფოტოსესიით დაადასტურა. ვარსკვლავმა ბრენდ Rodarte-სთვის იპოზიორა. ფოტოებზე კარგად ჩანს დანსტის წამოზრდილი მუცელი.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში, რომელიც მან ჟურნალ Marie Claire-ს მისცა, კირსტენმა აღიარა, რომ ფილმებში 3 წლიდან მონაწილეობს და შესვენებისა და შვილების დრო დადგა.

შეგახსენებთ, რომ მსახიობს რომანი მსახიობ ჯესი პლემონსთან აქვს. არსებობს ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში ისინი დაქორწინებასაც გეგმავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები