მოლდოვის დედაქალაქში, კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტში სასმელი წყლის უფასო აპარატები განთავსდა, რომლებიც მგზავრებს თანხის დაზოგვის საშუალებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ აეროპორტს, ძირითადად, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები ემსახურებიან, მათ ბორტზე წყლის ყიდვა საკმაოდ ძვირი ჯდება. მაგალითად, Wizz Air და Pegasus Airlines წყლის პატარა ბოთლს 3 ევროდ, Flyone – 2 ევროდ, airBaltic კი 2.5 ევროდ ყიდის.

წყლის აპარატები აეროპორტის ტერმინალის სხვადასხვა ნაწილშია განთავსებული. მგზავრებს მხოლოდ ერთი პირობის დაცვა მოეთხოვებათ – მათ ცარიელი ბოთლი უნდა ჰქონდეთ. ეს სერვისი არცთუ უმნიშვნელო შეღავათია მოგზაურებისთვის, რომლებიც იძულებულნი არიან, სითხეები უსაფრთხოების შემოწმებამდე გადაყარონ.

ცნობისთვის, სასმელი წყლის მსგავსი აპარატები წარმატებით ფუნქციონირებს ისეთ ქალაქების აეროპორტებში, როგორებიცაა პრაღა, ამსტერდამი, ვარშავა და ჰამბურგი.
აღსანიშნავია, რომ უფასო წყლის ხელმისაწვდომობა ამცირებს პლასტმასის ბოთლების მოხმარებას და აუმჯობესებს აეროპორტის მომსახურების სტანდარტებს.
