LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი კვლავ ერთად არიან

464

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ პოპულარულმა გმირებმა ჯონ სნოუმ და ირგიტმა რეალურ ცხოვრებაშიც განაახლეს რომანი. თვითმხილველების თქმით, წყვილი ლონდონში, სოჰოს რაიონში ახალგახსნილ რესტორანში დააფიქსირეს. ყველასთვის ნათელი იყო, რომ ისინი მეგობრებზე ბევრად მეტი არიან ერთმანეთისთვის – როუზი ნაზად ეფერებოდა კიტს თმაზე, კიტი კი მას შეყვარებული თვალებით უყურებდა.

თავდაპირველად მსახიობები ერთმანეთს 2012 წელს ხვდებოდა, ერთი წლის შემდეგ დაშორდნენ. ცოტა ხანში პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყოფილი შეყვარებულები შემთხვევით შეხვდნენ ლოს-ანჯელესის აეროპორტში. მართალია, გარეგნულად მათ არაფერი ეტყობოდათ, თუმცა წყვილთან დაახლოებული ადამიანები ამბობდნენ, რომ კიტი და როუზი კვლავ ერთად არიან. ეს ეტაპი მსახიობების ცხოვრებაში ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა და რამდენიმე თვის შემდეგ კვლავ დაშორდნენ ერთმანეთს.

ამ დრომდე არ არის ცნობილი, მიიღო თუ არა ნაწილეობა „სამეფო კარის თამაშების“ ახალი სეზონის გადაღებაში კიტ ჰარინგტონმა, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში მან უარყო საკუთარი გმირის გაცოცხლება.

„ჩემთვისაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჯონ სნოუ ნამდვილად გარდაიცვალა,“ – განაცხადა ჰარინგტონმა.

Screenshot_3

690x388_0xd42ee42a_7753431621453975634

690x459_0xd42ee42a_13401576981453975634

690x362_0xd42ee42a_2760312581453975634

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g