„სამეფო კარის თამაშების“ მეოთხე სეზონის მსვლელობისას, სერიალის გულშემატკივრებმა გაიგეს, რომ ტელეშოუს მთავარი გმირები, ჯონ სნოუ და იგრიტი რეალურ ცხოვრებაშიც ერთად არიან. ბოლო დრომდე მსახიობები ამ ფაქტის კომენტირებისგან თავს იკავებდნენ. სულ ცოტა ხნის წინ კი ისინი ერთად გამოჩნდნენ კიტ ჰარინგტონის სპექტაკლის პრემიერაზე. ამჯერად კი ჰარინგტონმა მდუმარება დაარღვია და როუზ ლესლისთან ურთიერთობებზე ღიად ისაუბრა: „ეპიზოდების დიდი ნაწილი, სადაც მე და როუზი ერთად ვართ, ისლანდიაშია გადაღებული. იქ განსაკუთრებული ატმოსფეროა. მარტო ჩრდლოეთის ნათება რად ღირს. ყველაფერი ძალიან რომანტიულია. აქ რთულია არ შეგიყვარდეს. მით უმეტეს ეკრანზე ჩვენ უკვე წყვილი ვიყავით“, – აცხადებს ბრიტანელი მსახიობი.
რეალურად მსახიობებმა ურთიერთობა 2012 წელს დაიწყეს. მოგვიანებით გავრცელდა ხმები მათი დაშორების შესახებ, რომელიც მსახიობების საჯარო გამოჩენამ გააქარწყლა.