სანამ „სამეფო კარის თამაშების“ თაყვანისმცემლები სერიალის საფინალო სეზონს ელოდებიან, HBO-ს ხელმძღვანელობამ პროექტის მიხედვით სხვა სერიალების გადაღების შესახებ ისაუბრა. ჯერ-ჯერობით უცნობია იმ მსახიობების ვინაობა, რომლებიც მასში მონაწილეობას მიიღებენ, თუმცა, კიტ ჰარინგტონი ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, ვინც ამ თემაზე კომენტარი გააკეთა.
ჯონ სნოუს როლის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სამეფო კარის თამაშების“ მიხედვით გადაღებულ სხვა სერიალებში მონაწილეობას არ გეგმავს და მისი ეს გადაწყვეტილება საბოლოოა.