LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიტ ჰარინგტონმა როუზ ლესლი მოჭრილი თავით შეაშინა (ვიდეო)

73

მსახიობმა კიტ ჰარინგტონმა თავისი საცოლე, როუზ ლესლი „მოჭრილი“ თავით შეაშინა. ამის შესახებ მსახიობმა თავად ისაუბრა და სახალისო ხუმრობა გაიხსენა. როგორც გაირკვა, ჰარინგტონმა საყვარელი ქალისთვის განსაკუთრებით მწვავე საპირველაპრილო ხუმრობა მოიფიქრა: მაცივარში მან საკუთარი თავის მსგავსი მულაჟი დადო, რაზეც ლესლის მწვავე რეაქცია ჰქონდა.

კიტის თქმით, ხუმრობით შეშინებული ლესლი მას დაემუქრა, რომ თუ მსგავს რამეს კიდევ გააკეთებს, ყველაფერი დამთავრდება.

შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავები რამდენიმე კვირის წინ დაინიშნენ და ქორწილისთვის ემზადებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები