კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი დაინიშნენ – „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავები უახლოეს მომავალში ქორწილის გადახდას გეგმავენ. ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას ჰარინგტონმა იმის შესახებ ისაუბრა, როგორ სთხოვა ხელი საყვარელ ქალს.
„წინასწარ გეგმა მქონდა შემუშავებული, როგორ უნდა მეთხოვა ხელი. მოვემზადე, ხეებზე გირლანდები უნდა ამენთო და რომანტიკული გარემო შემექმნა, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიცვალა: ერთი დღით ადრე, ულამაზეს ღია ცის ქვეშ აღმოვჩნდით, ვერ მოვითმინე და ხელი ვთხოვე“, – გაიხსენა მსახიობმა.
ჰარინგტონმა განაცხადა, რომ მისი ქორწილისთვის სურს „სამეფო კარის თამაშების“ პროდიუსერებს სთხოვოს, გადაღების გრაფიკი შეცვალონ, რათა ღონისძიებაზე მისვლა ყველამ შეძლოს. „ბოლო ბოლო, ყველაფერი მათი ბრალია“, – იხუმრა ჰარინგტონმა.
შეგახსენებთ, რომ წყვილმა ერთმანეთი სწორედ სერიალის გადასაღებ მოედანზე 2012 წელს გაიცნო.