მას შემდეგ, რაც შაკირამ ყოფილ პარტნიორს, ჟერარ პიკეს და მის შეყვარებულს, კლარა ჩია მარტის სიმღერა მიუძღვნა, უკვე რამდენიმე კვირა გავიდა, თუმცა ეს საკითხი კვლავ აქტუალურია. ახლახან ცნობილი გახდა, რომ კლარა ჩიას მშობლები შაკიარს ახალი სიმღერით აღშფოთებულები არიან.
„კლარა ჩია მარტის მშობლები შაკირას ახალი სიმღერით აღშფოთებულები არიან. ისინი ქალიშვილისა და პიკეს კავშირს მხარდაჭერას უცხადებენ, ისინი არ ელოდნენ, რომ შაკირა ამას იკადრებდა. კლარას შაკირაზე ნეგატიური არასდროს არაფერი უთქვამს, იმიტომ რომ ის ნამდვილი ქალბატონია“, – აცხადებს ოჯახთან დაახლოებული პირი.
„შაკირას ახალი სიმღერის დასაწერად კიდევ ერთი მიზეზი მიეცა“ – ჟერარ პიკეს „საყვარელი“ ორსულადაა?
„გოგონები აღარ ტირიან, გოგონები ცეკვავენ“ – შაკირას ახალი პოსტი და მინიშნება ჟერარ პიკეს