LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კლარა ჩიაში რაღაც შავ-ბნელი ძალაა, მას პიკეს გარდა კიდევ ჰყავს მამაკაცი“ – ექსტრასენსი შაკირა-პიკეს დაშორებაზე და ახალ გოგოზე

227
645d7c381e61a311063313cb

მას შემდეგ, რაც ჟერარ პიკემ შაკირა კლარა ჩია მარტის გამო მიატოვა, მედია აქტიურად ცდილობს გაიგოს გოგონას ცხოვრების შესახებ რაც შეიძლება მეტი დეტალი, თუმცა ამაოდ, კლარა ჩია სოციალურ ქსელში არ გახლავთ აქტიური და ის არც ინტერვიუებზე თანხმდება.

ვიდეო: წითელი ვარდები – ჟერარ პიკე და კლარა ჩია მარტის რომანტიკული ვოიაჟი აბუ-დაბიში

„შაკირა, რა დღეშია შენი ყოფილი“ – ჟერარ პიკემ კლარა ჩია აბუ-დაბიში წაიყვანა და დაბადების დღეზე საოცარი საჩუქარი გაუკეთა

ერთ-ერთი ესპანურ ტელე-არხზე მათი ურთიერთობის გასარკვევად ნათელმხილველი მიიწვიეს, რომელმაც არაერთი სკანდალური დეტალი გააჟღერა. ის აცხადებს, რომ კლარა ჩაის პიკეს გარდა კიდევ ერთი მამაკაცი ჰყავს. ამის შესახებ გამოცემა Marca წერს.

„ის ჩუმია და მშვიდი, თუმცა მასში რაღაც შავ-ბნელი ძალაა, მას აქვს წარსული, რომელიც ადრე თუ გვიან გამოაშკარავდება. პიკეს გარდა მას სხვა მამაკაციც ჰყავს. გავა წლები და პიკე იგრძნობს დაღმასვლასა და სინანულს, შაკირამ ხომ მას უდიდესი წარმატება და იღბალი მოუტანა“, – აცხადებს ექსტრასენსი.

აღნიშნულ ინფორმაციას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. შეგახსენებთ, გასულ თვეს ინფორმაცია გავრცელდა, რომ კლარა ჩიამ ჟერარს „ბარსელონას“ ყოფილ მწვრთნელთან, 52 წლის გვარდიოლასთან  უღალატა.

პიკეს კარმა წამოეწია – კლარა ჩია მარტიმ ჟერარს გვარდიოლასთან უღალატა – ესპანური მედია

„შაკირამ ექსტრასენსი მოისყიდა“, „დაანებეთ თავი ამ წყვილს“, „ეს შაკირას დაქირავებული ექსტრასენსია“, „გვარდიოლაა ის კაცი“, – წერენ კომენტარებში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები