27 აპრილს, სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა კლასიკური მუსიკის მე-19 ეროვნული კონკურსის „მომავლის ვარსკვლავები” საზეიმო დასკვნითი გალაკონცერტი და დაჯილდოების ცერემონია.
გალაკონცერტში მონაწილეობა მიიღეს სამუსიკო და სახელოვნებო სასწავლებლების განსაკუთრებით წარმატებულმა და ნიჭიერმა მუსიკოსებმა, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ამერიკიდან, ჩინეთიდან და სხვა.

შესარჩევი ტურები ჩატარდა კონსერვატორიის პროფესორებისგან დაკომპლექტებული ჟიურის მიერ, საქართველოს ხელოვანთა კავშირის თავმჯდომარის, „მომავლის ვარსკვლავების“ დირექტორის, პრეზიდენტის ღირსების ორდენის კავალერისა და მუსიკოსის ნინა კუპატაძის ხელმძღვანელობით.

პრიზიორებს ხელოვანთა კავშირისგან გადაეცათ სახელობითი ჯილდოები.
