LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლიჩკო დასავლეთს: ყოველ ცენტს, რომელსაც რუსეთიდან იღებთ, ან რუსეთში გზავნით, უკრაინელი ხალხის სისხლი აქვს

84
ვიტალი კლიჩკო

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ევროპელ პოლიტიკოსებს მიმართავს, შეწყვიტონ ოფიციალურ მოსკოვთან ყველანაირი კომერციული კავშირი რუსეთთან.

როგორც დედაქალაქის მერი ამბობს, ფული, რომელსაც რუსები იღებენ, უკრაინელი ხალხის სისხლითაა დასვრილი.

„ყოველ ევროს, ყოველ ცენტს, რომელსაც რუსეთიდან იღებთ ან რუსეთში გზავნით, უკრაინელი ხალხის სისხლი აქვს.“ – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

იგი ასევე გამოეხმაურა ბუჩას ტრაგედიას და თქვა, რომ რუსმა ოკუპანტებმა იქ უკრაინელების გენოციდი მოაწყვეს.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g