LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლიმატურ ცვლილებებთან ომს ვაგებთ – დღეს დედამიწის დღე აღინიშნება

1064
environmental-protection-326923_1280

მსოფლიოს უფრო და უფრო მეტი ქალაქი გადადის მზისა და ქარის ენერგიაზე; ელექტრომობილები ისეთი პოპულარულია, როგორც არასდროს; ადამიანები ბევრს საუბრობენ გარემოს დაცვაზე, ელექტროენერგიის, წყლის, პლასტმასის მოხმარების შემცირებაზე, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. კლიმატურ ცვლილებებთან ომს მაინც ვაგებთ და არ ვაღიარებთ. აღვნიშნავთ დედამიწის დღეს – ამ 24 საათს გარემოს დაცვას ვუთმობთ, თუმცა ეს არ გვშველის.

იმისთვის, რომ ეს ბრძოლა მოვიგოთ მეორე მსოფლიო იმის მსგავსი მობილიზაციაა საჭირო, რადგან კლიმატური ცვლილებები სწორედ მსგავსი მასშტაბის საფრთხეა და ამ რაოდენობის ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება, გრძელვადიან მომავალში მეტსაც.

კატასტროფული შედეგების მოლოდინში ხალხი მაინც მოიხმარს უფრო და უფრო მეტ წიაღისეულს, „აცხელებს“ ატმოსფეროს და ეს ათწლეულობის განმავლობაში გრძელდება. ამასობაში კი დედამიწას ბოლი ასდის.

 

გასულ წელს, მსოფლიოს მეცნიერებმა კლიმატის ცვლილებების მთავარ პანელზე გამოაქვეყნეს ანგარიში, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულ დედლაინებს…

მსოფლიო შეთანხმდა, რომ ნახშირბადით დაბინძურება 2030 წლისთვის უნდა შემცირდეს, ხოლო 2050 წლისთვის 0-მდე უნდა დავიდეს, იმისთვის, რომ კლიმატის ცვლილების ყველაზე ცუდი შედეგები თავიდან ავიცილოთ. „ცუდი შედეგები“ კი ქალაქების დატბორვას, შტორმებს და სხვა ბუნებრივ კატაკლიზმებს მოიცავს.

კლიმატის ცვლილებაზე პარიზის შეთანხმება ერთგვარი ბიძგია ქვეყნებისთვის, თუმცა ის რაიმე სანქციას არ ითვალისწინებს და ეს უკვე კარგად გამოჩნდა: აშშ-მ, რომელმაც ბოლო დროს უფრო მეტი გააკეთა გლობალური დათბობისთვის, ვიდრე სხვა ნებისმიერმა ქვეყანამ, პარიზის შეთანხმება დატოვა.

ამასთან, არც ბოლო წლის შედეგებია დამაიმედებელი: 2018 წელს წიაღისეულის მოხმარება გაიზარდა და დაახლოებით 37 გიგატონა შეადგინა.

 

რამდენად შორს ვართ მიზნის განხორციელებამდე?

ჩვენ არც კი დაგვიწყია.  

საქართველოში ყოველწლიურად 11 ათასი სიკვდილის შემთხვევა ჰაერის დაბინძურებასთანაა დაკავშირებული - ამირან გამყრელიძე

ჰაერის დაბიძურება პირველ რიში იწვევს ისეთ დაავადებას როგორიცაა გულსისხლძარღვთა დაავადებები, ინსულტი და ა.შ. შემდეგ მოდის კიბო, დიაბეტი, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები

რეალურად, გარემოს პრობლემები არც ჩვენი და არც მსოფლიო მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის N1 საკითხად არ დგას. ამ თემაზე მხოლოდ მაშინ “ყვირიან”, როცა საქმე თავად მათ ეხებათ, თუმცა ეს მხოლოდ საზოგადოების ბრალი არ არის. ის ვინც ამ პრობლემაზე უნდა საუბრობდეს, მუდმივად ცდილობს ხალხის დამშვიდებას, რომ ჰაერი არც ისე დაბინძურებულია, რომ საქართველოს საუკეთესო ბუნება აქვს და … ღვთისმშობლის წილხვედრს არაფერი ემუქრება.

ცვლილებები კი, რომელიც გარემოსთვის ტარდება (მაგ. გარკვეული ტიპის პოლიეთილენის პარკების აკრძალვა) “ასოცირების ხელშეკრულების” სახელით კეთდება და ის, რომ მისი მესიჯი “გარემოს გადარჩენაა” მკაფიოდ არ ისმის.

მოდელირებულ ვიდეოებს რომ თავი დავანებოთ, ყოველღიური ამბები ბუნებრივი კატასტროფების შესახებ, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებიან გლობალურ დათბობას, ნათლად უნდა გვაჩვენებდეს რა გველის.

რა თქმა უნდა, ამინდის გაუარესება და ამით გამოწვეული შედეგები ყოველთვის გლობალურ დათბობას არ უკავშირდება, თუმცა…

მსოფლიო, ინდუსტრიული დაბინძურების გამო, ახლა უკვე 1 ცელსიუსით უფრო “ცხელია” და არ უნდა გაგვიკვირდეს გახშირებული ტყის ხანძრები და უჩვეულოდ უხვი ნალექი.

 

 

ზღვაში წვეთი

საქართველოში დედამიწის დღე მასშტაბურად არ აღუნიშნავთ. უწყებები ძირითადად „ფეისბუქ“ პოსტებით შემოიფარგლნენ, (გარდა გარემოს დაცვის სამინისტროსი) ხოლო სკოლებში, მცირე აქტივობები ჩატარდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ თარიღთან დაკავშირებით, კონფერენცია ჩაატარა. მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კონფერენციის „გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და მართვის გამოწვევები საქართველოში“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დედამიწა ჩვენი სახლია და მას ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდება. სამინისტრო აქტიურად მუშაობს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და აღდგენის მიმართულებით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

ტყვიით გაჯერებული ქართული საკვები - გამოკვლეულ ნიადაგებში ტყვიის მაღალი შემცველობა ფიქსირდება

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, სურსათში ტყვიასთან ასოცირებული რისკის შეფასების ანგარიშს აქვეყნებს. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, დასავლეთ საქართველოს დიდი ქალაქების ნიადაგების უმეტესობაში, ტყვიის შემცველობა გამოვლინდა. აბაშა, ბათუმი, ზესტაფონი, ზუგდიდი, ოზურგეთი, სენაკი, ფოთი, ქობულეთი, ბოლნისი – ამ ქალაქებში, რამდენიმე ადგილიდან აღებული ნიმუშებიდან უმეტესობაში, ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას აღემატება. განსაკუთრებით პრობლემურია, ბოლნისის რაიონი და სენაკი. სენაკში […]

მინისტრმა აღნიშნა, რომ კვალიფიციური კადრები და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელების პირობაა. კონფერენციის ფარგლებში მსჯელობა გარემოსდაცვითი პოლიტიკის, გარემოსდაცვითი განათლების, ატმოსფერული ჰაერის და ბიომრავალფეროვნების დაცვის, ასევე კლიმატის ცვლილების საკითხებზე გაიმართა.

ისევ და ისევ მხოლოდ კონფერენცია და მსჯელობა მწვანე და ხისფერ პლასტმასის გარემოში…

 

გარემო ჩვენთან კვლავ ტყვიით და სხვა დამაბინძურებლებით არის გაჟღენთილი და ჩვენ პრობლემის მოგვარება არც კი დაგვიწყია. პირიქით სიტუაცია დღიდან დღემდე, ავტომობილიდან ავტომობილამდე, ხიდან ხემდე მძიმდება, ისე რომ რეალური ინფორმაციაც კი არ გვაქვს.

მოკლედ, ბრძოლის შუაგულში ვართ და ვერ ვხედავთ. და თან არ ვიგებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g