LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინიკა ”მედი” ფასდაკლებებს გთავაზობთ

736

კლინიკა ”მედიში” უნიკალური კომპიუტერული ტექნოლოგიით – ე.წ ”ცერეკით” კბილების რესტავრაციაზე 15 %-იანი ფასდაკლება დაიწყო. როგორც ”ფორტუნა პლუსს” კლინიკის მარკეტინგის ხელმძღვანელმა თეონა ადამიამ განუცხადა, ფასდაკლებასთან ერთად მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს 0% -იანი განვადებით.

”მხოლოდ 23 ლარის გადახდა მოგიწევთ თვეში. ასევე , კვირას 7 თებერვალს გვაქვს “happy Sunday”, რაც გულისხმობს ორთოდონტთან უფასო კონსულტაციას. სხვადასხვა სახის ბრეკეტების დახმარებით შეძლებთ გამოისწოროთ არასწორი თანკბილვა”, – განაცხადა ადამიამ.

მისივე ინფორმაციით, კლინიკა ”მედი” მუდმივად ანებივრებს თავის პაციენტებს სხვადასხვა სახის ფასდაკლებებითა და აქციებით. ამჟამად კლინიკას კოსმეტოლოგიაში შემდეგი აქციები აქვს: 40 წუთიანი პრემიუმ კლასის პროცედურა RFლიფტინგი შეგიძლიათ ჩაიტაროთ – 80 ლარის ნაცვლად 40 ლარად, პლაზმოლიფტინგი -89ლარად, სახის კოსმეტოლოგიური წმენდა – 59 ლარად, მეზოთერაპია- 79 ლარად და ყოველ კვირას ბიორევიტალიზაცია 450 ლარის ნაცვლად 199 ლარად.

”ასევე გვაქვს ძალიან კარგი სიახლე ქალბატონებისთვის – სრულიად განახლებული ფიტნეს დარბაზი , ექსკლუზიური შეკვეთით მხოლოდ ქალებზე ადაპტირებული 2015 წლის Teqhnogym-ის ტრენაჟორებით და პროფესიონალი ინსტრუქტორებით. 1 თვიანი ულიმიტო აბონიმენტი ღირს მხოლოდ 100 ლარი და ვარჯიშობთ შეუზღუდავად ორშაბათიდან კვირის ჩათვლით”, – აღნიშნა კლინიკის მარკეტინგის ხელმძღვანელმა .

კლინიკა ”მედი” უკვე 18 წელია ფუნქციონირებს საქართველოში. იგი სანკტ-პეტერბურგსა და პრაღაში წარმატებული „მედი-ესთეტიკის კლინიკათა ჯგუფის“ წევრია. კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის აბსოლუტური სპექტრი, როგორიცა პლასტიკურიქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, რეაბილიტაციისცენტრი .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები