LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კლინიკაში შემოსვლისას, პაციენტი ვერ გრძნობს, რომ ის სამედიცინო დაწესებულებაშია” – „ალბა დენტი“ პაციენტებს მრავალფეროვან სტომატოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს

545
aგზსვკგდdგფb

„ხშირად მოდიან უცხოელები, რომლებიც წლებია ჩვენთან მკურნალობენ, იწესრიგებენ პირის ღრუს. ექიმები უცხო ენაზე უწევენ მათ კონსულტაციას“, – ამბობს რადიო „ფორტუნასთან“ საუბრისას კლინიკა „ალბა დენტის“ დირექტორი ნინო გველესიანი.

გველესიანის სტომატოლოგიური კლინიკა „ალბა დენტი“ ბაზარზე უკვე 18 წელია არსებობს და ნებისმიერი ასაკის პაციენტს სთავაზობს ბავშვთა სტომატოლოგიას, იმპლანტაციის ოპერაციებს, თერაპიას, ქირურგიას, ორთოპედიას, ორთოდონტიას და სხვა სახის მომსახურებას.

როგორც კლინიკის დირექტორი ამბობს, დაწესებულებაში ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია, ასევე, თანამშრომლობენ სადაზღვევო კომპანიებთანაც.

„ჩვენთან პაციენტებს ხვდებათ კარგი გარემო. კლინიკაში შემოსვლისას, პაციენტი ვერ გრძნობს, რომ ის სამედიცინო დაწესებულებაშია. ჩვენი ინტერიერი მათ განწყობას უქმნის. ჩვენი ადმინისტრატორი ხვდება და გულისხმიერად უსმენს პაციენტს. ამის შემდეგ მათ ესაუბრებიან ჩვენი კვალიფიციური ექიმები, ზოგიერთ მათგანს განათლება საზღვარგარეთ აქვს მიღებული. ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს, მათ ჩვენი ექიმები ერგებიან. არიან მგრძნობიარე პაციენტები, რომელთანაც გვაქვს ადამიანური მიდგომები“, – აცხადებს ნინო გველესიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g