LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კლინიკაში შეყვანიდან ზუსტად 5 წუთში იმშობიარა… მადლობა ჩოხატაურის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს“ – რას წერს მოქალაქე ჩოხატაურიდან

169
2025-02-25_23-19-03_770862

ამ სა­ღა­მოს სოციალურ ქსელ­ში სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე გავ­რცელ­და. რო­გორც გა­ირ­კვა ჩო­ხა­ტა­ურ­ში სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის დახ­მა­რე­ბით მშო­ბი­ა­რე მო­ქა­ლა­ქის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა დრო­უ­ლად მო­ხერ­ხდა.

„უღრმესი მადლობა ჩოხატაურის სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელს თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის. რომ არა თქვენი თავდადება, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა მშობიარე ქალის ჩოხატაურის მედალფას კლინიკაში გადაყვანა ფორსმაჟორულ რეჟიმში, რომელმაც შეყვანიდან ზუსტად 5 წუთში იმშობიარა და დაიბადა ჯანმრთელი ბიჭი დემეტრე სიხარულიძე. მადლობა კლინიკის მორიგე პერსონალს, კოლეგებს უსწრაფესი რეაგირებისა და მხარდაჭერისთვის“, – წერს ნატო კვინიკაძე.

შეგახსენებთ, რომ გურიაში, დიდთოვლობას გუშინ ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ამასთანავე, სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ამ დრომდე სოფლები გარემოს მოწყვეტილია.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალების ჩართვის შესახებ ბრძანება გამოსცა.

„ხვალ დილით გურიაში გადის დრონების ჯგუფი, ეს არის სპეციალური დრონები, რომლითაც 6-8 კილოს გადატანაა შესაძლებელი“ – რაზე წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

ირაკლი კობახიძე – სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილია გარე სამყაროს – გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g