LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კლინიკაში ვარ, მამზადებენ საოპერაციოდ, რომ სისხლი, რაც თავის ტვინში წავიდა, უკან გამოიწოვოს“ – მარტა ბარამიძე მიმართვას ავრცელებს

432
მარტა ბარამიძე

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი და პროექტ „მასტერშეფის“ მონაწილე, მარტა ბარამიძე, რომელსაც მიღებული თავის ტრავმის შედეგად ტვინში სისხლის გაჟონვა დაემართა, კლინიკიდან მიმართვას ავრცელებს.

„სისხლის გაჟონვა წავიდა ტვინში, დღესვე უნდა დავწვე კლინიკაში, რომ ჩამიდგან დრენაჟი, შეიძლება უბრალოდ მოვკვდე, თუ დროზე არ მივალ“ – მარტა ბარამიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

მარტა ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თავს უკეთ გრძნობს და უკვე საოპერაციოდ ამზადებენ.

„მეგობრებო, უკეთ ვარ, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვერ გპასუხობთ, რადგან მიჭირს საუბარი…

კლინიკაში ვარ, დღეს მამზადებენ უკვე საოპერაციოდ, რომ სისხლი, რაც თავის ტვინში წავიდა, უკან გამოიწოვოს.. მიჭირს წერაც, ამიტომ ბოდიშს გიხდით, რომ თითოეულს ვერ გწერთ, ან ექიმებს ექნებათ ტელეფონი, ან მეგობარს..

ძალიან ძალიან მიყვარხართ, იცით.

GE08TB7102445061100081

GE88BG0000000184031700“ – წერს მარტა ბარამიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, 8 ივლისს მარტა ბარამიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა მიმართვა, რომელშიც წერდა, რომ რამდენიმე ხნის წინ მიღებული თავის ტრავმის შედეგად ტვინში სისხლის გაჟონვა დაემართა, რის გამოც სასწრაფო რეაბილიტაცია და დრენაჟის ჩადგმა სჭირდება.

მეგობრებო უკეთ ვარ,ძალიან დიდი მადლობა თითოეულ კთქვენგანს,ვერ გპასუხობთ რადგან მიჭირს საუბარი..კლინიკაში ვარ,დღეს…

Posted by Marta Baramidze on სამშაბათი, 08 ივლისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g