„ამ წამს მითხრეს, რომ ისეთი გამოუსწორებელი არაფერი მჭირს და ჩემებისთვის ვწერ ამას და იმათთვის, ვინც უახლოეს დღეებში მელოდებოდა, იმიტომ რომ ვერსად ვერ მოვალ ცოტა ხანს“, – ამის შესახებ ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სინჯიკაშვილი ახლობლებს მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას უზიარებს.
აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სრულიად შემთხვევით სიმაღლიდან ჩამოვარდა, შედეგად კი დაზიანებები მიიღო:
„ამ წამს მითხრეს, რომ ისეთი გამოუსწორებელი არაფერი მჭირს და ჩემებისთვის ვწერ ამას და იმათთვის, ვინც უახლოეს დღეებში მელოდებოდა, იმიტომ რომ ვერსად ვერ მოვალ ცოტა ხანს. ამ წამს, კლინიკაში ვწევარ.
სრულიად შემთხვევით, სიმაღლიდან ჩამოვვარდი და მაგრად დავილეწე. თავი მაქვს ყველაზე ცუდად გახეთქილი და ერთგან ცუდად გამიკერეს. ახლა თავიდან მიკერავენ და ალბათ ორი კვირა უნდა ვიწვე. ტვინი მაქვს შერყეული, მუხლებიც ძაან ცუდადაა და სიარული ჯერ არ შემიძლია.
დანარჩენი ტანი უბრალოდ ნაჟეჟი და გაშავებული მაქვს. კარგად ვარ და ბეწვის ნახევარზე გადარჩენილი. არაფერი არ მომივა, ჯერ ძაან ბევრი საქმე მაქვს, მალე დავბრუნდები – მანამდე დროდადრო შეგაწუხებთ ხოლმე ჩემებს. გკოცნით და მიყვარხართ“, – წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში.
ამწამს მითხრეს, რომ ისეთი გამოუსწორებელი არაფერი მჭირს და ჩემებისთვის ვწერ ამას. და იმათთვის, ვინც უახლოეს დღეებში…
Posted by Akaa Sinjikashvily on ორშაბათი, 17 თებერვალი, 2025