ცოტა ხნის წინ ძალზე სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა: ქართველი კალათბურთელი ნიკა ცქიტიშვილი, არც მეტი არც ნაკლები, NBA-ში ბრუნდებოდა. ჩვენებურს არაგანტირებული კონტრაქტი “ლოს ანჯელეს კლიპერსმა” გაუფორმა. ნიკას დარჩენა-არდარჩენის ამბავი საგამოფენო თამაშების მიხედვით უნდა გადაწყვეტილიყო. თუმცა გაირკვა, რომ სამწუხაროდ ცქტიშვილს თავის გამოჩენის საშუალება აღარ მიეცემა. ”კლიპერსმა” მის დამატებაზე უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, თავის დროზე, ახალგაზრდულ ასაკში ნიკა უკვე გამოდიოდა NBA-ში და პლანეტის საუკეთესო ლიგაში 172 მატჩი ითამაშა.