LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლივლენდი NBA-ს ჩემპიონია!

35

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დღეს გამთენიისას ჩემპიონი გამოვლინდა. ”კლივლენდ კავალიერსმა” სუპერფინალური სერიის გადამწყვეტ, მეშვიდე მატჩში ”გოლდენ სტეიტი”  მისსავე არენაზე დაამარცხა და ისტორიაში პირველად იზეიმა ჩემპიონობა. ფინალების ყველაზე ძვირფასი მოთამაშის ტიტული კარიერაში მესამედ ლებრონ ჯეიმსმა დაისაკუთრა,რომელმაც  სამმაგი დუბლი მიითვალა და კლივლენდელი გულშემატკივრისათვის მიცემული დაპირებაც შეასრულა. როგორც ცნობილია, კლივლენდში დაბრუნების შემდეგ იგი გუნდის ფანებს  ჩემპიონობას დაპირდა.

”გოლდენ სტეიტის” რიგებში საუკეთესო დრეიმონდ გრინი იყო, რომელსაც საერთოდ ვერ აუბეს მხარი სტეფ კარიმ და კლეი ტომპსონმა.

აღსანიშნავია,რომ  სერიის მსვლელობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით 4 მატჩის შემდეგ , როდესაც ”გოლდენ სტეიტი” სერიაში ანგარიშით 3:1 დაწინაურდა, კლივლენდის ჩემპიონობის ცოტას თუ სჯეროდა, მაგრამ საბოლოოდ კავალიერსმა ძალების მობილიზება შეძლო.

ამრიგად,ახალი ჩემპიონით და უკეთესი სეზონის იმედით,ღმერთების ლიგა მომავალ სეზონამდე დაგვემშვიდობა.

”კლივლენდი”: ჯეიმსი (27ქ, 11მ, 11პ, 2ჩ, 3ბლ); ირვინგი (26ქ, 6მ) ; ლავი (9ქ, 14მ)

”გოლდენ სტეიტი”: გრინი (32ქ, 15მ, 9პ); კარი (17ქ, 5მ); ტომპსონი (14ქ, 2მ)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g