LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კლოუნადიდან გამოსავალი კლოუნადის შეწყვეტაა – სააკაშვილი საზღვარგარეთ თუ წავა, ყველა მშვიდად იქნება” – მეგრელიშვილი

179
1

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშრებულ მოვლენებს ეხმიანება და ამბობს, რომ პროცესებს მათი პარტია აფასებს, როგორც უკიდურეს კლოუნადას.

მეგრელიშვილი აცხადებს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ წავა, სავარაუდოდ, ყველა უფრო მშვიდად იქნება:

“ჩვენი პარტია ამ ყველაფერს ვაფასებთ, როგორც უკიდურეს კლოუნადას. კლოუნადიდან გამოსავალი კლოუნადის შეწყვეტაა, იმ ფორმით, რა ფორმითაც ამ კლოუნადის რეჟისორებისთვის იქნება უფრო სასარგებლო.

თუ მათ მიზანს უკვე მიაღწიეს და ორივე პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავისი მაქსიმალური შედეგი გაიფორმა – მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ თუ წავა, სავარაუდოდ, ყველა უფრო მშვიდად იქნება.” – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g