„კოალიციამ ცვლილებისთვის“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სიის ჩახსნის მოთხოვნით მიმართა. ცესკოში განცხადება თენგო თევზაძემ შეიტანა. კოალიცია ცესკოსგან მოითხოვს პარტიული სიიდან მოიხსნან ის დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატები, რომელთა უფლებამოსილებაც არ იცნო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმით. თენგო თევზაძის განცხადებით, როდესაც ცესკოს თავმჯდომარე ჩახსნის პარტიულ სიას, მიმართავენ პარლამენტს მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით.
„როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჩაგვიხსნის ჩვენ პარტიულ სიას, ამავდროულად ჩვენ მივმართავთ პარლამენტს მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თენგო თევზაძემ.