LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კობა გვენეტაძე არის მთავრობის ტყვე” – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში არ მივა, ოპოზიცია კანონის დარღვევაზე საუბრობს

106
a76863b

„ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი არის მთავრობის ტყვე. ფაქტობრივად, შედგება თუ არა კომიტეტის სხდომა, ეს დამოკიდებულია საქართველოს მთავრობაზე” – ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უარს დღევანდელ საკომიტეტო სხდომაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ოპოზიცია სებ-ის გადაწყვეტილებას რეგლამენტის დარღვევას უწოდებს.

“ამ ქვეყნად არ არსებობს არც პარლამენტი, არც მისი რეგლამენტი, არც კომიტეტი. მიუხედავად იმისა, გამოცხადდება თ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ეს სხდომა არ უნდა ჩაიშალოს. ეს არის თიბისი ბანკთან და ანაკლიასთან დაკავშირებული საკითხების მიჩქმალვისა და სიმართლის არ თქმის მცდელობა,“-აცხადებს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავი აარიდა უმწვავეს შეკითხვებს, რომელიც TBC-დან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გაშვებას უკავშირდება.

“თუ ეს განცხადება დარჩა ძალაში და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ მოდის პარლამენტში, ეს ნიშნავს, ერთს მხრივ  პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის უპატივცემულობას და მეორეს მხრივ კანონის დარღვევას და კარგი იქნება თუ ბატონი გვენეტაძე ჯერ კანონში გაერკვევა და მერე გააკეთებს იმის შეფასებას, რატომ მიაჩნია მას არასწორად მოსვლა და რატომ არ უნდა მოვიდეს. ეს არ არის მისი დისკრეცია, მას აქვს ვალდებულება, რომ, როდესაც პარლამენტი დაიბარებს მოვიდეს,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ.

პარლამენტში დღეს “თიბისი ბანკთან” დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. საკანონმდებლო ორგანოში მისვლას მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გეგმავენ.

ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკთან დაკავშირებული საკითხის პარლამენტში განხილვა მიზანშეწონილად არ მიიჩნია, თუმცა კობა გვენეტაძის მისვლა საპარალამენტო დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. სებ-მა ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თიბისი ბანკმა შეწყვიტა სამართლებრივი დავა და ბანკი დაკისრებულ ჯარიმასაც გადაიხდის.

მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ სები დამოუკიდებელი ორგანიზაცია და გადაწყვეტილებას თავად იღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g