LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობა გვენეტაძე: დედოლარიზაცია ძალდატანებითი მექანიზმების გამოყენებას არ გულისხმობს

43

თუ მომხარებელს სესხის ლარში აღება სურს, ამის შესაძლებლობა უნდა არსებობდეს – ეს განცხადება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, დედოლარიზაციის პროცესი ლარის სესხების ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს. გვენეტაძის განმარტებითვე, დედოლარიზაციის პროცესი ახალი არ არის და ის ეროვნულმა ბანკმა ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო.

”თუ არსებობს სესხის ლარში აღების სურვილი, ბანკებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ სესხები ლარში გასცენ და მსესხებლებს უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, რომ სესხო ლარში მიიღონ. თუ გადავხედავთ ეროვნული ბანკის ძველ წლიურ ანგარიშგებებს, ეს საკითხი იქაც ფართოდაა განხილული. ასე რომ, დედოლარიზაციის პროცესი ძველია. ზოგადად, ეს თითქოს მარტივი პრობლემაა, თუმცა კომპლექსურია”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, ეს პროცესი ხელოვნურ ჩარევას ან ძალდატანებითი მექანიზმების გამოყენებას არ გულისხმობს.

„არავითარ შემთხვევაში, არანაირი შეზღუვა არ არის და არ იგეგმება იგივე დედოლარიზაციასთან დაკავშირებით. მოსახლეობას, კომპანიებს შეუძლიათ განათავსონ დეპოზიტები ლარში, დოლარში ან ნებისმიერ ვალუტაში. ლაპარაკია უბრალოდ საბაზრო მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე და არანაირად არ არის დაგეგმილი რაიმე ძალდატანებითი ან ხელოვნური პროცესის ჩართვა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g