საგარეო უწყება პარლამენტის დეპუტატ კობა ნაყოფიას მიმართვის შემთხვევაში დადგენილი პროცედურების შესაბამისად იმოქმედებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ კობა ნაყოფიას თქმით, მისი უკრაინაში არშეშვების მიზეზი საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაადგინოს. ის უწყებისთვის მიმართვას გეგმავს.
კობა ნაყოფია უკრაინელმა მესაზღვრეებმა „ბორისპოლის“ აეროპორტში გააჩერეს, ნახევარი საათის შემდეგ კი უთხრეს, რომ უკრაინაში შესვლა ეკრძალება.