LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კობახიძე ამ კონფერენციაზე მხოლოდ კურიერი იქნება ბიძინა ივანიშვილის… მოისმენს იმ სავარაუდო დღის წესრიგს, რომელიც დასავლეთში ახლა მწიფდება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და აქედან გამომდინარე, გააგრძელებს ქმედებებს ივანიშვილი“ – თეონა აქუბარდია

136
თეონა აქუბარდია

„ვფიქრობ, ირაკლი კობახიძე ამ კონფერენციაზე მხოლოდ კურიერი იქნება ბიძინა ივანიშვილის, რომელსაც როგორც ჩანს, დამატებითი ინფორმაცია დასჭირდა იმისთვის, რომ კარგად ჩამოყალიბდეს რა ბედი ელის მას და მის ფინანსებს“ – ამის შესახებ განცხადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ საქართველოს პრემიერის ბერლინში ვიზიტზე საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძე ბერლინში ნამდვილად არ მიდის უკრაინის აღდგენის სულისკვეთებით, მით უფრო, იმ ფონზე როდესაც მან ერთი თვის წინ, უარი განაცხადა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ვიზიტზე

როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, ეს ვიზიტი უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, რომელიც აქამდე სანქციებს არ ელოდებოდა:

„ირაკლი კობახიძე ბერლინში ნამდვილად არ მიდის უკრაინის აღდგენის სულისკვეთებით, მით უფრო, იმ ფონზე როდესაც მან ერთი თვის წინ, უარი განაცხადა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ვიზიტზე. ეს ვფიქრობ, უფრო იქნება შესაძლებლობა ივანიშვილისთვის, რომ მოისმინოს დასავლეთის პოზიციები. ეს ვიზიტი და ის, რომ ის თანახმაა ამ ვიზიტის განხორციელების, უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, რომელიც აქამდე არ ელოდებოდა სანქციებს. მიხვდა, რომ ეს სანქციები უკვე ადგილზეა და ვფიქრობ, რომ ეს დამატებით, ვითარების გასარკვევად სჭირდება მას და არა იმისთვის რომ, ან უკრაინას დაუჭიროს მხარი, ან საქართველოს რამე შემატოს.

შეერთებული შტატების სანქციები რომ შეერთებული შტატების სანქციებით არ დასრულდება, ძალიან კარგად იციან. ეს რომ დომინოს პრინციპით გავრცელდება სრულიად დასავლეთში ძალიან კარგად იციან, ამიტომ ვფიქრობ, ირაკლი კობახიძე მოისმენს იმ სავარაუდო დღის წესრიგს, რომელიც დასავლეთში ახლა მწიფდება “ქართული ოცნების” წინააღმდეგ და აქედან გამომდინარე, გააგრძელებს ქმედებებს ბიძინა ივანიშვილი. ვფიქრობ, ირაკლი კობახიძე ამ კონფერენციაზე მხოლოდ კურიერი იქნება ბიძინა ივანიშვილის, რომელსაც როგორც ჩანს, დამატებითი ინფორმაცია დასჭირდა იმისთვის, რომ კარგად ჩამოყალიბდეს რა ბედი ელის მას და მის ფინანსებს” – განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენის კონფერენციაში (URC2024), რომელიც 11-12 ივნისს ბერლინში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები