LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კობახიძე არა მხოლოდ გვერდით უდგას პუტინს, არამედ არ გადის დარბაზიდან, როდესაც ის გამოდის სიტყვით – ეს არის წითელი ხაზი, რომლის იქით საქართველო ხდება რუსეთის მონა, დღესვე შეგვიძლია რუსთაველზე გამოსვლა!“ – სალომე ზურაბიშვილი

146
სალომე ზურაბიშვილი

„საქართველოს ე.წ. პრემიერი პუტინის გვერდით იდგა – ეს არის წითელი ხაზი, რომლის იქით საქართველო ხდება რუსეთის მონა“, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

კობახიძე არა მხოლოდ გვერდით უდგას პუტინს, არამედ არ გადის დარბაზიდან, როდესაც ის გამოდის სიტყვით – ეს არის წითელი ხაზი, რომლის იქით საქართველო ხდება რუსეთის მონა, დღესვე შეგვიძლია რუსთაველზე გამოსვლა!

„მინდა გამოვეხმაურო დღევანდელ მოვლენებს და იმ საზარელ სურათს, რაც ჩვენ დავინახეთ ეკრანებზე – ამ ქვეყნის ე.წ. პრემიერი, რომელიც თურქმენეთშია ჩასული, საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის მთავარი თემაა ნეიტრალიტეტი, ამ კონფერენციას ესწრება პუტინის გვერდში დგომით. არა მხოლოდ გვერდით უდგას, არამედ როდესაც პუტინი გამოდის სიტყვით, კობახიძე არ დგება და არ გადის დარბაზიდან, რაც არის პროტესტის ჩვეულებრივი ფორმა. ეს არის იმის უტყუარი ნიშანი, თუ სად მიდის და სად არის მისული ეს რეჟიმი. ნეიტრალიტეტი არის ოცნება არა საქართველოს, არამედ რუსეთის, რომ დაამკვიდროს ნეიტრალიტეტი უკრაინაში, საქართველოში და ყველა იმ ქვეყანაში, რომლებიც სსრკ-ს შემადგენლობაში იყვნენ. ეს არის რუსეთის საუკუნის ოცნება, რასაც ასრულებს ივანიშვილი-კობახიძის რუსული რეჟიმი.

არ შეიძლება ამას ჩუმად შევხდეთ და რეაგირება არ გვქონდეს. იმიტომ, რომ ეს არის ის წითელი ხაზი, რომლის იქით საქართველო ხდება რუსეთის მონა და ტოვებს ევროპული ინტეგრაციის გზას და უერთდება რუსეთის გზას – დამონების გზას, რომელიც გავიარეთ და რომლიდანაც გამოვედით.

ყველა კანონი, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებულია დაჩქარებული წესით, ემსახურება რუსულ გეგმას, რომ საქართველო გადავიდეს რუსულ მოდელზე, რომ საქართველომ შეასრულოს რუსული ოცნებები. ერთ-ერთი რუსული ოცნება იყო, რომ საქართველო არ ყოფილიყო განათლებული ქვეყანა. ყველა კანონში შეგვიძლია ვნახოთ რუსული მითითებები. ეს არის დღევანდელი სავალალო მდგომარეობა, რის გამოც ჩვენ, მხოლოდ და მხოლოდ, შეგვიძლია დღესვე რუსთაველზე გამოსვლა და კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ საქართველო არ იქნება რუსეთი!“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შალვა პაპუაშვილი თურქმენეთში, ირაკლი კობახიძისა და ვლადიმირ პუტინის საერთო ფოტოს შესახებ კითხვაზე: „თქვენ პრობლემას ვერ ხედავთ, რომ ერთ პლანეტაზე ცხოვრობთ თქვენ და რუსეთის პრეზიდენტი? პუტინთან არანაირი შეხვედრა დაგეგმილი არ არის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g