„დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ელჩი სხვანაირად იმოქმედებს ახალი ელჩის კუთხით. ჩვენ ეს იმედი უნდა გვქონდეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აშშ-ის ელჩთან დაკავშირებით განაცხადა.
ირაკლი კობახიძე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ დღევანდელ განცხადებას, რომელშიც ისინი აშშ-ის ელჩს მიმართავენ.
„ამ თემაში არ მინდა შესვლა, მათ შორის, იმის გამო, რომ ელჩი მალე შეიცვლება.
წარსულზე საუბარი აღარ მინდა. ჩემთვის მთავარია, რომ მომავალში აღარ განმეორდეს პოლარიზაციის მხარდაჭერა, პოლარიზაციის დაფინანსება. ჩვენ ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული და არა იმ ელჩის შეფასებაზე, რომელიც თანამდებობას ტოვებს, არამედ წინ უნდა გავიხედოთ და იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ მომავალში პოლარიზაციის დაფინანსება, პოლარიზაციის წახალისება, შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და ბილწსიტყვაობის წახალისება არ მოხდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.