LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: „დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა.. უკრაინასა და მოლდოვაზე ათჯერ წინ ვართ, მათზე ადრე შევალთ ევროკავშირში“

146
ირაკლი კობახიძე

„ჩვენ ვართ ბევრად უფრო წინ დღეს ყველა თვალსაზრისით – დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, ყველა მიმართულებით ვართ ბევრად უფრო წინ, ათჯერ უფრო წინ, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა“, – ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მოლაპარაკებების გახსნა, არათუ კანდიდატის სტატუსის მიღება, გასულ წელსაც გვეკუთვნოდა:

„არ იქნება 2024-ში, იქნება 2025-ში, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2024-ში უნდა იყოს უკვე მიღებული ეს გადაწყვეტილება. შარშანაც გეკუთვნოდა უკვე მოლაპარაკებების გახსნა, არათუ კანდიდატის სტატუსის მიღება.

„ალბათ გაინტერესებთ რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი თქვენთვის და საქართველოსთვის? – გამოგვიგზავნეთ კითხვები და გიპასუხებთ“ – EU-ის დელეგაცია მოქალაქეებს

თუმცა პოლიტიკური საკითხია, ამაში ჩვენ ღრმად ვერ შევალთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შარშანაც გვეკუთვნოდა მოლაპარაკებების გახსნა და მით უმეტეს, გვეკუთვნის ეს 2024 წლის დეკემბერში. იმედი გვაქვს, რომ მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ყველა ხედავს, რომ საქართველო ბევრად უსწრებს წინ, როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას.

ქადაგიშვილი: „არის თუ არა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში პოლიტიკური ინტრიგა ჩადებული? - სამწუხაროდ არის!“

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს უთხრა, ევროკავშირიდან ვერავინ ასახელებს ობიექტურ საზომს, თუ რით არის უკრაინა ან მოლდოვა რაიმე ობიექტური პარამეტრით საქართველოზე წინ.

„მით უმეტეს ამ მძიმე პროცესების შემდეგ, რაც წარიმართა უკრაინაში და რაც ასევე გავრცელდა დიდწილად მოლდოვაზე ეკონომიკური კუთხით.

ასეთ პირობებში ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ მართალია მათზე გვიან მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, მაგრამ მათზე ბევრად უფრო ადრე შევალთ ევროკავშირში“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„როგორც გვითხრეს მომავალ წელს, დეკემბერში იქნება განხილული“ – რას ამბობს ირაკლი კობახიძე EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე

შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება 14 დეკემბერს მიიღო.

magti 5g