LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: ეს ორი სენატორი 2012 წლამდე იყო ბედნიერი საქართველოში დემოკრატიული პროგრესით, ისინი იწონებდნენ სისხლიან რეჟიმს

125
Untitled design

ამერიკელი სენატორების მიერ საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნის მოთხოვნას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დღეს ბრიფინგზე გამოეხმაურა.

როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, საქართველოში რაც მეტი დამკვირვებელი ჩამოვა, მისასალმებელია და აღნიშნა, რომ „არჩევნები ჩატარდება გამართულად, ისე როგორც ეს ქართულ დემოკრატიას ეკადრება“.

კობახიძე ასევე გამოეხმაურა სენატორების რეპლიკას სქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით:

ჯინ შაჰინი: „საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ“

„ეს ორი სენატორი 2012 წლამდე იყო ბედნიერი საქართველოში დემოკრატიული პროგრესით, ეს ხდებოდა 2012 წლამდე. ესენი იყვნენ სააკაშვილის და მისი რეჟიმის მეგობრები, სამწუხაროდ, ისინი იწონებდნენ იმ სისხლიან რეჟიმს, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე იყო ჩამოყალიბებული.

ამ ფონზე, რა თქმა უნდა, შეიძლება არ გაგვიკვირდეს ის, რომ დღეს ისინი ჩვენს დემოკრატიულ მდგომარეობას ყოველგვარი ფაქტის და მტკიცებულების გარეშე უკუსვლას უწოდებენ.

გურამ მაჭარაშვილი: აშშ-ს ხელისუფლებისთვის საქართველო არის ვასალი, კოლონია, გუბერნია

მაჭარაშვილი გამოეხმაურა, ამერიკელი სენატორების ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მოთხოვნას, საქართველოში 2024 წლის არჩევნებისთვის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნასთან დაკავშირებით.

არის აშკარა პოლიტიკური მიკერძოება, ეს მათი არჩევანია, ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ სენატორს, მათ შორის მათი პოლიტიკური მიკერძოების გათვალისწინებით, როგორი მიუღებელიც უნდა იყოს ჩვენთვის ასეთი პოლიტიკური მიკერძოება…

ჩვენთვის არათუ პრობლემა არ არის ვინმეს დაკვირვება, პირიქით, მისასალმებელია ნებისმიერი სადამკვირვებლო მისია, ყველას შეუძლია დააკვირდეს არჩევნებს, მთავარია, არ ვიხილოთ იგივე ფაქტები, რაც სახეზე იყო წინა არჩევნებზე –  მაგალითად არ გაგვიყალბონ – მეტს ხომ არაფერს არ ვითხოვთ?“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისათვის, ამერიკის სენატორებმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ისინი ადმინისტრაციას, 2024 წლის არჩევნებისთვის, საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნას სთხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g