LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე გერმანიის ელჩზე: „ამ კაცის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ.. გერმანია საქართველოსნაირ ქვეყანაში ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს“

145
კობახიძე გერმანიის ელჩზე

საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას, რომლის თანახმად, სანამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ძალაში იქნება, ევროკავშირი საქართველოსთან მოლაპარაკებებს არ გახსნის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, „ელჩის ქმედებების ფონზე, მის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მიანიჭებს“.

„გერმანიის ელჩი „ლელოსთან“ ერთად წინასაარჩევნო კამპანიაზე რეგიონში დადიოდა, „ლელოს“ ლიდერებთან ერთად ბოლნისში იყო ჩასული, ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე, ამ კაცის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ.

ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, გერმანია, რომელიც ტრადიციულად, გამოირჩეოდა როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, საქართველოსნაირ ქვეყანაში ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს…

ელჩი, რომელიც ანტიქართულ განცხადებებს აკეთებს, ჩვენთვის ღირებული არ არის”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

პეტერ ფიშერი – თუ კანონი ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს საქართველოსთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას

,საქართველოს ევროპული გზა დროებით დასრულდა…იმედგაცრუებულები ვართ” – როგორ ეხმაურებიან უცხოეთში ,,ქართული ოცნების” მიერ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ვეტოს დაძლევას

პოპულარულები