LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე ჰარცელის განცხადებაზე: მგონი, დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილი იყო, მით უმეტეს ამ წინასაარჩევნო პერიოდში

85
ირაკლი კობახიძე

„მგონი, დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილი იყო, მით უმეტეს ამ წინასაარჩევნო პერიოდში,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ნათელი უნდა მოეფინოს თუ ვინ რა ინფორმაცია გაიტანა. აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ის, რომ ჩვენი მეგობრები ინტერესდებიან, არის აბსოლუტურად ბუნებრივი. შეიძლება ვიღაც ვიღაცას უსმენდეს უკანონოდ, უნდა დაინტერესებულიყვნენ და დაინტერესდნენ კიდეც. უნდა მოეფინოს ნათელი, ვინ რა ინფორმაცია გაიტანა, რა იყო ავთენტური, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს.

რაც შეეხება კონკრეტულად ელჩის განცხადებას, არ ვარ დიპლომატი, შეიძლება ვერ ვერკვევი ამ საკითხებში, მაგრამ მე მგონი, დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილი იყო, მით უმეტეს ამ წინასაარჩევნო პერიოდში,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში დაიბარეს

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, შეხვედრა ბრიუსელში გუშინ, ევროკავშირის სათავო ოფისში შედგა. დიპლომატი გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ დიპლომატებსაც უსმენენ და თქვა, რომ ევროკავშირი ამას არ უყურებს, როგორც ნორმალურ მოვლენას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g