LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: კელი და კრამერი საინტერესოები საერთოდ აღარ არიან, პირდაპირ გამოიკვეთა, რომ ლობისტები არიან

100
კობახიძე და კელი/კრამერი

„იან კელი და დევიდ კრამერი საერთოდ აღარ არიან საინტერესოები, პირდაპირ გამოიკვეთა, რომ ლობისტები არიან“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ამ განცხადებით კობახიძე გამოეხმაურა იან კელისა და დევიდ კრამერის სტატიას სახელწოდებით „პუტინი უკრაინაში მარცხდება, მაგრამ საქართველოში იმარჯვებს“. მისივე სიტყვებით, იან კელის მორალური უფლება არ აქვს „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე ისაუბროს.

„მე მგონი, კელი და კრამერი საერთოდ აღარ არიან საინტერესოები, პირდაპირ გამოიკვეთა, რომ დიდი ხანია, რაც ლობისტები არიან. მინდა იან კელის ერთი რამ შევახსენო, მისი პოზიციაც ძალიან პრობლემური იყო თავის დროზე „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით.

სამწუხაროდ, მისმა პოზიციამაც გაუადვილა ნიკა გვარამიას 7 მილიონით გაეძარცვა „რუსთავი 2“ . ეს ძალიან სამწუხაროა. იან კელის არავითარი მორალური უფლება არ აქვს, მით უმეტეს გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე ისაუბროს, ამ პიროვნული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „პუტინი უკრაინაში მარცხდება, მაგრამ საქართველოში იმარჯვებს“ – ამ სათაურით ამერიკულ საინფორმაციო ვებგვერდ The Bulwark-ზე აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ და ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა ერთობლივი პუბლიკაცია გამოაქვეყნეს.

სტატიაში საუბარია საქართველოს არასწორი მიმართულებით სვლაზე და ხაზგასმულია, რომ განსაკუთრებით უკრაინის კრიზისის შემდეგ, საქართველოს მმართველობა სულ უფრო ემსგავსება რუსულ მოდელს, სრული ერთპარტიული მმართველობით და ოპოზიციის დევნით. ავტორები აღნიშნავენ, რომ ბოლო შემაშფოთებელი ნაბიჯი საქართველოს ავტორიტარიზმისკენ მიმავალ გზაზე გასულ კვირას მოხდა, როდესაც მოსამართლემ წამყვანი ოპოზიციური ტელეკომპანიის „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით, სამ წელზე მეტი ხნით ციხეში გაუშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები