LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: „კეზერაშვილის ფული სისხლიანი, რეკეტით და ძარცვით ნაშოვნია, ქართული ჯარის გაძარცვის ხარჯზე მილიონები იშოვა“

129
Untitled design (1)

„ყველა იცის, ვინ არის კეზერაშვილი და რით აქვს ფული ნაშოვნი. ეს იყო ბიზნესის რეკეტი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან განაცხადა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ფორმულას დამფუძნებლის საქმეზე სააპელაციომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა: დავით კეზერაშვილს 5 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა 

ირაკლი კობახიძის თქმით, „დავით კეზერაშვილის ფული სისხლიანია“.

„რა თქმა უნდა, მისი ფული არის სისხლიანი, რეკეტითა და ძარცვით ნაშოვნი. როცა მას უწევს ხუთი მილიონი ევროს დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტში, რა თქმა უნდა, ეს მინიმალური სასჯელია, რაც შეიძლება, დაეკისროს ყველა იმ უბედურებისთვის, რაც თავის დროზე აქვს ჩადენილი.

რა თქმა უნდა, ტელევიზიის ფლობა ვერავისთვის იქნება ინდულგენცია. მაშინ, ნებისმიერ დროში, ნებისმიერი ადამიანი თავის ტელევიზიას შექმნის. ეს კაცი სისხლიანი, ნაძარცვი ფულით მოქმედებს და ამას ქართული საზოგადოებისგან სათანადო პასუხი სჭირდება.

ჯერ ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი იყო, შემდეგ კერძო სტრუქტურიდან საქართველოში ბიზნესს ძარცვავდა. ასევე, ფული აქვს ნაშოვნი ქართული ჯარის გაძარცვით, ქართული ჯარის გაძარცვის ხარჯზე მილიონები იშოვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისათვის, „ფორმულას“ დამფუძნებლის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები