LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე მარგველაშვილზე: ჯერ მას ვინმე რამეს ეკითხება? – ეს არის ღიმილისმომგვრელზე ცოტა უფრო მეტი, ტრაგიკომიკური განცხადება

66
კობახიძე და მარგველა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 3 პრეზიდენტის შეხვედრის ინიციატივას კომენტარით გამოეხმაურა და თქვა, რომ რომ მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადება ტრაგიკომიკურია.

„ღიმილისმომგვრელიც კი არ არის ეს ყველაფერი, როდესაც მარგველაშვილი საუბრობს იმაზე, რომ ის პრეზიდენტის სასახლეში უნდა მივიდეს. ჯერ მას ვინმე რამეს ეკითხება, მერე სააკაშვილი და იქ დახვდეს ქალბატონი სალომე, ეს არის ღიმილისმომგვრელი და ღიმილისმომგვრელზე ცოტა უფრო მეტი, ტრაგიკომიკური განცხადება,“ — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 13 დეკემბერს განაცხადა, რომ სამი პრეზიდენტის შეხვედრის ინიციატივას ძალიან ადეკვატურ ტაქტიკად მიიჩნევს. მარგველაშვილის განცხადებით, რამდენიმე მომენტიდან გამომდინარე, ასეთი პროცესი ამ ფორმატში ვერ ჩაიკეტება. მისივე თქმით, სამი პრეზიდენტის შეხვედრა, როგორც დასაწყისი, სწორად დანახული დინამიკაა.

11 დეკემბერს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა ინკლუზიურ პროცესზე და გიორგი მარგველაშვილის იდეის შესრულება შესთავაზა. კერძოდ, სააკაშვილი მარგველაშვილსა და ზურაბიშვილს შეხვედრას სთავაზობს.

პრეზიდენტი: პირობას ვდებ, წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g