LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: მელია ჩასული იყო ბათუმში და სასტუმროდანაც კი არ გამოსულა.. არჩევნებმა დაადასტურა, რომ მეხუთე კოლონა ვერასოდეს გაიმარჯვებს

86
BeFunky-collage (12)

მელია ჩასული იყო ბათუმში და სასტუმროდანაც კი არ გამოსულა. ეს ყველაფერი საერთო სურათზე ბუნებრივია, მეტყველებს, – ასე უპასუხა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კითხვას “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას არააქტიური პოლიტიკური საქმიანობისა და ზაალ უდუმაშვილის მიერ, „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო დატოვების შესახებ.

კობახიძის სიტყვებით, “რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის”.

„ურთულეს მდგომარეობაშია ეს პარტია სხვადასხვა მიზეზის გამო, აბსოლუტურად წარუმატებლები არიან ყველაფერში, მათ შორის, არჩევნებში და ბოლო არჩევნები ზუსტად ამის დასტურია. მათ აიღეს 31% იმ ოლქში, სადაც წინა შემთხვევაში მოგებული ჰქონდათ არჩევნები. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან მძიმე ტენდენცია აქვს ამ პოლიტიკურ გაერთიანებას.

რაც შეეხება შიდა კონფლიქტებს, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური მაშინ, როდესაც ორგანიზაციაში რთული მდგომარეობა გაქვს, ეს ყველაფერი ბათუმშიც გამოჩნდა, მაგალითად, მელია ჩასული იყო ბათუმში და სასტუმროდანაც კი არ გამოსულა. ეს ყველაფერი საერთო სურათზე ბუნებრივია, მეტყველებს“, – განაცხადა კობახიძემ.

მან არჩევნებში მმართველი პარტიისადმი გამოცხადებული ნდობისთვის ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გამოუცხადა უნდობლობა „ომის პარტიას“ და მის განზრახვას, პროვოკაციების გზით, საქართველო სამხედრო კონფლიქტში ჩაითრიონ“.

„ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში სიცრუე, სიყალბე, ღალატი, „ომის პარტია“, მეხუთე კოლონა ვერასოდეს გაიმარჯვებს და ყოველთვის მძიმედ დამარცხდება. „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, საქართველო განაგრძობს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მადლობას ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ რუსთაველებისგარდაბნელებისბათუმელებისა და მთლიანად, ქართული საზოგადოების მიერ არაერთგზის გამოცხადებული და დადასტურებული ნდობა გავამართლოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები