LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: „მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით“

170
ირაკლი კობახიძე

UFC-ის ორ ქართველ ჩემპიონს, ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილის საქართველოს მთავრობა ფულადი ჯილდოს სახით, მილიონ-მილიონ ლარს გადასცემს – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც პრემიერ-მინისტრის მიმართვაშია აღნიშნული, „სპორტულ წარმატებას და ქვეყნისთვის მოპოვებულ გამარჯვებას სათანადო დაფასება ჭირდება“.

„ქართველი სპორტსმენები სპორტის სხვადასხვა სახეობაში უპრეცედენტო წარმატებას აღწევენ, რისი ბოლო მაგალითიც მერაბ დვალიშვილის მიერ UFC-ის ჩემპიონის ტიტულის მოგება იყო.

დღეს UFC-ის მოქმედი 8 ჩემპიონიდან 2 ქართველია, რაც ქართველების მებრძოლ სულს საუკეთესოდ წარმოაჩენს. ამგვარი შედეგი, 4-მილიონიან საქართველოსთან ერთად, მხოლოდ 200-მილიონიან ბრაზილიას აქვს, რაც თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებული სიამაყის საგანია. ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა აჩვენეს ქართველი კაცის 3000 წლის მანძილზე გამოწრთობილი მებრძოლი ხასიათი და ამით ყველას შეგვახსენეს, რომ სადაც ღირსებით ვიბრძოლებთ, ქართველებს ვერავინ დაგვამარცხებს.

სპორტულ წარმატებას და ქვეყნისთვის მოპოვებულ გამარჯვებას სათანადო დაფასება ჭირდება. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით.

მერაბ დვალიშვილს და ილია თოფურიას კიდევ მრავალ გამარჯვებას ვუსურვებთ. ილია თოფურიას ვუსურვებთ UFC-ის ქამრის დაცვას 26 ოქტომბერს. 26 ჩვენი დღეა და გვჯერა, რომ 26 ოქტომბერს ილია კიდევ ერთ გამარჯვებას გვაჩუქებს!“ – წერია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

მერაბ დვალიშვილი: „ქართველი ვარ, საქართველომ ყველაფერი მომცა, ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძვი და მზად ვარ, მისთვის თავიც გავწირო, ბედნიერი ვარ იმით, რომ ქართველი გულშემატკივრები გავახარე“

ქართველი სპორტსმენები სპორტის სხვადასხვა სახეობაში უპრეცედენტო წარმატებას აღწევენ, რისი ბოლო მაგალითიც მერაბ დვალიშვილის…

Posted by საქართველოს მთავრობა on კვირა, 29 სექტემბერი, 2024

„შენში ეჭვი ეპარებათ და შენი არ სჯერათ? იცი რა? ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ ცხოვრებაში გჭირდებათ, საკუთარი თავია..ენდეთ საკუთარ თავს, იმუშავეთ თავდაუზოგავად და ყველაფერი შესაძლებელია, შემომხედეთ!“ – ილია თოფურია ისტორიული გამარჯვების შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g