„ნაცმოძრაობა“ თვითონვე მოდის რუსული რუბლებით, ისვრის სხდომათა დარბაზში, მერე ტაშს უკრავენ სხვა ნაციონალები. ჩვენ აქ რა უნდა გავაკეთოთ? მერე გვიწევს, რომ დედა ვაგინოთ ნაციონალებს, კი ირგებენ, მაგრამ მაინც პოლარიზაციაა ეს ყველაფერი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ვიდეო: მოქალაქემ „ოცნების“ დეპუტატებს რუსული რუბლები გადმოაყარა – „არა რუსულ რეჟიმს“
„ძალიან სწორი მინიშნებაა პრემიერის მხრიდან, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება გამოიწვევს პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას. შარშან ივნისში როდესაც არ მოგვენიჭა სტატუსი, ამან წაახალისა პოლარიზაცია. მთავარი ფაქტორი, რასაც დღეს ოპოზიცია იყენებს პოლარიზაციისთვის, კანდიდატის სტატუსის თემაა“, – განაცხადა კობახიძემ.