LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: ოპოზიციური ელექტორატი ვეღარ ხედავს საკუთარ არჩევანს ოპოზიციის შიგნით, რა მძიმე არჩევანია, მელიაზე მეტი უბედურება როგორ შეიძლება, კაცმა წარმოიდგინოს, მაგრამ არის ხაბეიშვილი

145
ფორტუნა - 2023-09-27T003744.126

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბოლო კვლევების მიხედვით, ოპოზიციის ელექტორალური მხარდაჭერა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც, მათ შორის, ნიშნავს, რომ მათ ქუჩის რესურსიც არ აქვთ. ამის შესახებ მან პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„ბოლო წელიწად-ნახევარია, რამდენიმე კვლევა ჩატარდა და არც ერთხელ არ გვქონია 50 პროცენტზე დაბალი მაჩვენებელი და ჩვენი მაჩვენებელი 50 პროცენტს კარგად იყო აცილებული. ეს, მათ შორის, განპირობებულია იმით, რომ ოპოზიციური ელექტორატი ვეღარ ხედავს საკუთარ არჩევანს ოპოზიციის შიგნით, რადგან ადამიანები ხედავენ ყველაფერს. ხაბეიშვილს იმაზე ნაკლები აძლევს ხმას, ვიდრე თავის დროზე თუნდაც მელიას აძლევდა. წარმოიდგინეთ, რა მძიმე არჩევანია, ერთ მხარეს არის ერთი უბედურება და მეორე მხარეს მელიაზე მეტი უბედურება. მელიაზე მეტი უბედურება როგორ შეიძლება, კაცმა წარმოიდგინოს, მაგრამ არის ხაბეიშვილი“, – განაცხადა კობახიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა არსებულ რეალობაში სრულიად ახალი ძალების გამოჩენის პერსპექტივა, რომელმაც შესაძლოა, ელექტორალური მხარდაჭერის სურათი მთლიანად შეცვალოს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ, „სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური სისტემა ხელოვნურად არის ჩაკეტილი და ეს 2013 წლიდან მოყოლებული პირდაპირ გარედან არის თავს მოხვეული, როდესაც ცდილობდნენ, მესამე ძალად გაესაღებინათ ჯერ „ლელო“, შემდეგ კი – გახარიას პარტია, რომლებიც სინამდვილეში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გაგრძელებაა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები